Another advertisement
საქართველოში თურქეთის საელჩო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ, საქართველო“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.