This is a specific ad

საქართველოში აზერბაიჯანის პირდაპირი ინვესტიციები 2,9-ჯერ გაიზარდა

42

Another advertisement

საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანის პირდაპირმა ინვესტიციებმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 45,446 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 2,9-ჯერ მეტია. ინფორმაციას Day.Az აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს. ბანკის ცნობით, წლევანდელი მაჩვენებელი 2,9-ჯერ ანუ 30,167 მლნ დოლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს, როცა აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 15,447 მლნ დოლარს შეადგენდა. ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ამავე პერიოდში საქართველოს პირდაპირი ინვესტიციები აზერბაიჯანის ეკონომიკაში 37,2%-ით შემცირდა და 8,9 მლნ დოლარი შეადგინა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Baş nazir: “2023-cü ilin büdcəsi 500 milyon lari artacaq”
Öncəki yazı
“TBC Bank” hesablardan pul çıxarmaq komissiyasını dəyişir – FOTO