This is a specific ad

საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტპანდემიური აღდგენის ეტაპიდან და გადავიდა განვითარების ახალ ფაზაში, რაზეც მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს” – ირაკლი ნადარეიშვილი

33

Another advertisement

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტურისტული სექტორი გამოვიდა პოსტ პანდემიური აღდგენის ეტაპიდან და ჩვენ ვაკვირდებით სექტორის განვითარების ახალ ფაზას, რაზეც 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ მოცულობას – 3,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ასევე რეკორდულია ცალკე აღებული მესამე კვარტლის მონაცემი, სადაც 1,6  მილიარდი დოლარის შემოსავლები დაგენერირდა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ, 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 2024 წლის მესამე კვარტლის შემოსავლების ზრდა 39 პროცენტია, ხოლო გასული წლის მესამე კვარტალში მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში 8 პროცენტით მეტია.

მისივე განცხადებით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული სამი კვარტლის ჯამური შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით არის გაზრდილი.

“მნიშვნელოვანია შემოსავლების სტრუქტურის დინამიკა, სადაც პირველ 3 კვარტალში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამაში იგულისხმება დიდი ბრიტანეთიც – ეს არის თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალი, რაც 20% ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს და თითქმის 7% – ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ასევე გაზრდილია სხვა მნიშვნელოვანი ბაზრებიდან შემოსავლები, მაგალითად,  ეს არის ისრაელი თითქმის 25%-იანი ზრდით გასულ წელთან შედარებით, ასევე საუდის არაბეთი, სადაც დაახლოებით  22%-ით გვაქვს ზრდა და ა.შ.”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Rövşən İskəndərovun və Etibar İskəndərovun vəkilinin məhkəmədəki təklifi təmin edilmədi
Öncəki yazı
თავიანთი ნაბოდვარი უკან შეუტრიალდათ, რასაც გვაბრალებენ, თავად ჩადიოდნენ – თავიც რომ დაანებონ ამ ყველაფერს, არ მოვეშვებით და ბოლომდე მივყვებით თითოეულ ქეისს – მამუკა მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე