This is a specific ad

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

33

Another advertisement

საქართველოს ტერიტორიაზე 9 დეკემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მყარი ნაწილაკების მატებას ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე „რეკომენდაციების“ ველში“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Sonrakı yazı
“Gürcü arzusu” “Şarl Mişel sazişi” çərçivəsində seçki qanunvericiliyində öz əksini tapmış yerli özünüidarə seçkiləri ilə bağlı bütün normaları dəyişdirir
Öncəki yazı
მძლავრი პიროტექნიკის ქაოტურად გამოყენება არ შეიძლება, რეგულაციების მიღება აუცილებელია – მაჭარაშვილი