This is a specific ad

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ილჰამ ალიევი ეწვია

14

Another advertisement

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი,აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
თბილისში, სიონის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალი“ მიმდინარეობს
Öncəki yazı
Müxtəlif növ uşaq oyuncaqları Gürcüstan bazarından yığışdırılıb