Another advertisement
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით.
სამინისტრო მოუწოდებს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, 7 ოქტომბრის ჩათვლით.