This is a specific ad

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ გაცხადებას ავრცელებს

68

Another advertisement

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით ორსართულიანი ავტობუსი მოემსახურება.

„იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“კოშმარი” არის უცხოური აგენტების ტერმინი… მე არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს იმ ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ, ამით ის შიფრავს საკუთარ როლს – პრემიერი
Öncəki yazı
Atasını öldürən şəxsə qarşı cinayət təqibi dayandırılıb