საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მინისტერიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.
მინისტერიალს, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, ესწრებიან წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის IMF-ი, ADB-ი და სხვა. 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების განსაზღვრაა.