This is a specific ad

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის თავდაცვის მინისტრ მარიან შარეცს შეხვდა.

18

Another advertisement

შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს სლოვენიის ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე − ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო წინ მიიწევს, რათა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი. პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს გააცნო ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა გააფართოოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვენიასთან შემდგომი თანამშრომლობა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს სლოვენიის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
6-9 noyabrda gozlənilən hava şəraiti – PROQNOZ
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის საჯარო სკოლაში შემოდგომის ფესტივალი სახელწოდებით “ოქროსფერი შემოდგომა” გაიმართა.