დღეს 4 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა გუშინ 3 ოქტომბერს დაწყებული სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ პროცესი, სადაც მხარეებმა წარადგინეს საკუთარი პოზიციები, დაისვა არაერთი დამაზუსტებელი კითხვა მოსამართლეთა მხრიდან, რასაც ორივე მხრიდან, როგორც წარდგინების ავტორთა მხრიდან ასევე პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან გაიცა პასუხები. სასამართლო პროცესი საღამოს 7 საათზე დასრულდა და გაგრძელდება ხვალ 5 ოქტომბერს 11:00 საათზე, სადაც პროცესის მონაწილეები დაუსვამენ ერთმანეთს კითხვებს, რის შემდგომაც სასამართლოს წარუდგენენ საკუთარ დასკვნით სიტყვას. სასამართლო ხვალ პროცესის მონაწილეთა დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდგომ გავა სათათბიროდ, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც იგი პროცესის განხილვიდან ორი კვირის ვადაში გადაუგზავნის საქართველოს პარლამენტს და ასევე მოხდება გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება, რასაც ჩვენს ერთგულ მკითხველს qafqazturk.com აუცილებლად გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პოზიციებს სასამართლოში წარმოადგენენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი წარმოადგენენ, ხოლო საქართველის პარლამენტის პოზიციებს კი წარმოადგენდნენ: მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
ობიექტურიბისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოში ორივე მხარე საკმაოდ ვრცლად და არგუმენტირებულად სცემდა პასუხებს მოსამართლეთა კითხვებს, თუმცა საბოლოოდ მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება ხვალ მხარეთა პაექრობის ეტაპი და როგორი იქნება მათი დასკვნითი სიტყვა, საბოლოოდ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, მხარეთა მხრიდან სიტყვით გამოსვლის დროს მიწოდებულ ინფორმაციასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების დროს.
-