This is a specific ad

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

13

Another advertisement

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც პარლამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

“საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი მაისის 23:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში მოქმედებს უსაფრთხოების წითელი დონე.

 

საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხადდება უსაფრთხოების წითელი დონე. წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა,”- აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge●Az მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდ
Öncəki yazı
დღეიდან ამინდი მკვეთრად იცვლება