This is a specific ad

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

47

Another advertisement

საქართველოს პარლამენტმა, “უცხოური გამჭვირვალობის” შესახებ კანონი თავდაპირველი ვერსიით მიიღო, პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია 84 მომხრე და 4 წიინააღმდეგი.

კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. იმის გათვალისწინებით, რომ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და არ უჭერს მას მხარს, კანონი ხუთი დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა.

“გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტიც უცხოეთიდანაა მიღებული. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ, რის შემდეგაც რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-იც საზღვარგარეთიდანაა მიღებული. მათ ასევე მოუწევთ ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

კენჭისყრამდე ოპოზიციის წარმომადგენლების ძირითადმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტის შენობა და საქართვეოს პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
Gürcüstan parlamenti prezidentin vetosunu ləğv etdi
Öncəki yazı
Azərbaycan, Gürcüstan və Ermənistanın müstəqilliyinin elan edildiyi bina