This is a specific ad

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

14

Another advertisement

2025 წლის აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

„2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე, გლობალური საავიაციო ჯგუფის წარმომადგენელი კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციურიხი – სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები. ავიაკომპანია Edelweis-ი ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს მიზანს შვეიცარიიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Edelweiss-ი 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების ყიდვა Edelweiss-ისა და Swiss International Airlines-ის ვებგვერდებზე უკვე შესაძლებელია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული, შეუძლია მის ხელთ არსებული მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს ან თქვას, რომ მის მიერ ცესკოს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები, გარე ძალების მიერ მიცემული დავალების ნაწილია – დავით ჩიხელიძე
Öncəki yazı
რაც არ უნდა გავაუმჯობესოთ, რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ვატაროთ, ისინი უკვე იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, დღეს უკვე გვეუბნებიან, რომ 300 000 ხმა გაყალბდა – მდინარაძე