This is a specific ad

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება – TOP-5 პროდუქტი

58

Another advertisement

საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტი მზარდია და 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნის მთლიან იმპორტში ევროკავშირის წილი 24.1%-ია, ხოლო მთლიან ექსპორტში 12%-ია.  

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 10 თვეში ევროკავშირიდან საქართველოში 3,059,800.70 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,418,616.19 ათასი დოლარის, შესაბამისად იმპორტი  26,5%-ითაა გაზრდილი.

ბოლო წლების სტატისტიკით ევროკავშირიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 3,060,411.95 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

ევროკავშირიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია

TOP-5 პროდუქცია, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები – 367,033.70 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 235,468.05 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 197,076.25 ათასი დოლარი;
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 93,159.89 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 89,231.84 ათასი დოლარი;

რაც ექსპორტს აქ 14%-იანი კლება ფიქსირდება. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე 612,039.68 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის 10 თვეში ევროკავშირში ექსპორტი 715,088.16 ათასი დოლარი იყო. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროოკავშირში ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ  ევროკავშირში 862,525.19 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია სპილენძის მადნები და კონცენტრატებია.

TOP-5 პროდუქცია, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 274,171.48 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი – 37,904.46 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 32,170.84 ათასი დოლარი;
  •  ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 27,056.25 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 24,614.75 ათასი დოლარი;
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება” – როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მასთან
Öncəki yazı
„ამცირებს ქოლესტერინს, აძლიერებს ძვლებს“ – ნახეთ, რა უნდა იცოდეთ ფინიკის შესახებ და როგორ არ მოტყუვდეთ მისი შეძენისას