This is a specific ad

საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს იმ 9 ნაბიჯის განხორციელებაში, რომელიც დადგენილია ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში – რიკარდ იოზვიაკი

14

Another advertisement

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან ამონარიდს ავრცელებს, რომელშიც საუბარი საქართველოს შესახებაა.

„საკვანძო წინადადება გაფართოების ანგარიშიდან: „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ გზას და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გამოჩენილი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, კომისიას არ ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია“.

და კიდევ ერთი მამხილებელი, თუმცა არცთუ გასაკვირი საკვანძო წინადადება: „ასევე, საქართველომ მიაღწია უმნიშვნელო პროგრესს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ მოხსენებით განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელებაში“, – წერს იოზვიაკი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რაც არ უნდა გავაუმჯობესოთ, რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ვატაროთ, ისინი უკვე იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, დღეს უკვე გვეუბნებიან, რომ 300 000 ხმა გაყალბდა – მდინარაძე
Öncəki yazı
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა