საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 9 ივნისს გამართულ, ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
მაკრონის თქმით – ” ეს შედეგი არ იყო კარგი იმ პარტიებისთვის, რომლებიც ევროპულ მომავალს იცავენ. ულტრამემარჯვენე პარტიები, რომლებიც ბოლო წლებში ეწინააღმდეგებოდნენ ევროპის წინსვლას (…) მნიშვნელოვან ადგილებს იკავებენ მთელს კონტინენტზე. ამიტომ მე არ შემეძლო, ამ დღის ბოლოს ისე მოვქცეულიყავი, თითქოს არაფერი ხდებოდეს. მე გადავწყვიტე დაგიბრუნოთ თქვენი საპარლამენტო მომავლის არჩევანი (…) ამიტომ, ამაღამ დავშლი ეროვნულ ასამბლეას.”
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს გაიმართება.
1997 წლის შემდეგ საფრანგეთში ეს იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის დათხოვნის შედეგად გაიმართება. მაშინდელმა მემარჯვენე პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დაითხოვა პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, მხოლოდ იმისთვის, რომ უმრავლესობა მემარცხენეებს მოეპოვებინათ.