This is a specific ad

საფეხბურთო კლუბმა “გაბალამ” მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

13

Another advertisement

საფეხბურთო კლუბ “გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ ახალი 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 55 წლის ქართველი სპეციალისტი კახაბერ ცხადაძე და მისი თანაშემწე გიორგი ჩიხრაძე “გაბალაში” 2027 წლის ზაფხულამდე დარჩებიან.

ცხადაძე კლუბ “გაბალას”, იგივე “წითელ-შავების” მთავარ მწვრთნელად 2024 წლის 25 თებერვალს დაინიშნა. აქამდე იგი მთავარი მწვრთენელი იყო: აზერბაიჯანში „სტანდარდის“ კლუბში 2008 წელს და „ინტერის“ კლუბის მწვრთნელი 2009-2014 წლებში,  თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი 2005-06, 2021-22, „სიონის“ კლუბის მწვრთნელი 2006-2007 წლებში, „კაირატის“ მწვრთნელი 2016-2017, „ორდაბასის“ 2018-2020წლებში, „კასპის“ გუნდის მწვრთნელი 2022-2023, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი 2009 წელს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად მწვრთნელი 2015-2016 წლებში.
Kateqoriya: İdman
Sonrakı yazı
ახალი მთავარი პროკურორის არჩევაზე კონსულტაციები ხვალ დაიწყება
Öncəki yazı
Yeni baş prokurorunun seçilməsi ilə bağlı sabah məsləhətləşmələr başlayacaq