This is a specific ad

სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი, ცოცხალი ძალა – ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან

75

Another advertisement

ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან, ცეცხლი ერთ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ადგილზე მუშაობს 150 მეხანძრე მაშველი, თბილისიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან, ოპერაციაში ჩართულები არიან რეინჯერებიც. აქტიურად მუშაობს ცოცხალი ძალა, თუმცა ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი ართულებს.

მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რეგიონში უკვე გახსნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით არის, შესაბამისად, მოსახლეობისთვის რაიმე საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

“ამ ეტაპზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, ხანძრის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, ასევე ხანძრის ქრობაში ჩართულია დაცული ტერიტორიების რეინჯერები. დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი არის ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში. გზის გაყვანა ვერ ხერხდება რელიეფიდან გამომდინარე, იმიტომ რომ კლდიანი რელიეფია, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს უწევთ ფეხით გადაადგილება. ხანძარი დაახლოებით გავრცელებულია 1 ჰა-ზე. ხანძარი კონტროლირებადია, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის კერების გავრცელების აღმოსაფხვრელად,“ – აცხადებს თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მუსელიანი.

ცეცხლი ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში გაჩნდა. განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. პროცესის მონიტორინგი დრონებით მიმდინარეობს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რა თქვეს სასამართლოში 27 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ძმებმა
Öncəki yazı
ეგვიპტის პრეზიდენტი პირველად 12 წლის განმავლობაში თურქეთში ჩადის – Reuters