This is a specific ad

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

22

Another advertisement

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 255,67 გრამი) გამოვლინდა, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 162,7 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში: 16 210,7 განესაზღვრათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
“ოლიგარქის რეჟიმი 11 წლის მოსჯას მიპირებს …” – მიხელ სააკაშვილი
Öncəki yazı
კალიფორნიაში ხანძარს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა