This is a specific ad

სარვანის მთაზე “სახალხო დღესასწაული-სარვანი ” გაიმართა

13

Another advertisement

სარვანის მთაზე “სახალხო დღესასწაული-სარვანი ” გაიმართა.

დღეს, 1 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ” სახალხო დღესასწაული- სარვანი“ აღნიშნა.

ღონისძიება ტრადიციის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სარვანის მთაში მოეწყო.QafqazTurk Media-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერისა და საკრებულოს წარმომადგენლები,აშუღები, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, გარდაბანსა და სხვა რაიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ასევე მარნეულის მერი კენან ომაროვის მოწვევით ესწრებოდნენ “QafqazTurk” მედიისა და საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თანამშრომლები: აიდა ასგაროვა, ნიაზი იუსუბოვი, მაჰირ სადიევი, ზაბიტ მახმუდოვი, გულგუნ მამედხანოვა.

ღონისძიებაზე სადღესასწაულო სუფრა გაშალეს, აშუღებმა საზზე დაუკრეს ,მონაწილეებმა მუსიკის ფონზე იცეკვეს და მაღალ განწყობით აღნიშნეს სახალხო დღესასწაული.

„სახალხო დღესასწაული-სარვანი“ ყოველწლიურად 1 აგვისტოს აღინიშნება, ადგილობრივმა მომღერლებმა კი, გამორჩეული ხმით იმღერეს.”სარვანის სახალხო დღესასწაულის” მიზანია სარვანელების საუკუნეების განმავლობაში ცხოვრების წესის აღორძინება და ახალი თაობისთვის ამ ღირებულებების გადაცემა.

სარვანის მოსახლეების სახელით საქართველოს პარლამენტის წევრებს ზაურ დარგალს და სავალან მირზაევს, ასევე მარნეულის მერს კენან ომაროვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს, მარნეულის მერიისა და საკრებულოს წევრებს სარვანის სახალხო დღესასწაულის ყოველწლიურად აღნიშვნაში ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით!

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დღეიდან კლინიკების და ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების გამკაცრებული წესები ამოქმედდა
Öncəki yazı
Sarvan dağında“Sarvan El” bayramı keçirildi – ƏTRAFLI