This is a specific ad

საპენსიო სააგენტოს ცნობით, ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი ₾600 მილიონს აჭარბებს

16

Another advertisement

„დღეისათვის, საპენსიო სააგენტო რეგიონში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონს აჭარბებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით დამსაქმებლებთან სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“ -ში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ლევან ვერძეული უძღვებოდნენ. გოგა მელიქიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, განიხილა საინვესტიციო პროცესები და არსებული შედეგები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიახლეს, რომელსაც 6 აგვისტოდან აამოქმედებს საპენსიო სააგენტო.კერძოდ, 6 აგვისტოდან ამოქმედდება სამი განსხვავებული საინვესტიციო პორტფელი. დამზოგველებს შეეძლებათ მათი დაგროვილი თანხა რისკიანობის სხვადასხვა პორტფელში განათავსონ.

„დღეისათვის, საპენსიო სააგენტო რეგიონში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონს აჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს ის შესაძლებლობა რაც 6 აგვისტოდან ეძლევა.

მათ მიერ შერჩეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით მოხდება დანაზოგების განთავსება და ინვესტირება, რაც მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემს ყველა დასაქმებულს რომელიც ჩართულია სქემაში“, – აცხადებენ სააგენტოში.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Türkiyə Prezidenti: “Türkiyə Moskva ilə Kiyev arasında sülhün tərəfdarıdır” – VİDEO
Öncəki yazı
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – “ნუ წაართმევ ბავშვობას” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა- გამარჯვებული მაიხოშ ჰუსეინოვა გახდა