This is a specific ad

სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა…” – რა განცხადებას ავრცელებს CENN ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

12

Another advertisement

“სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა…” – რა განცხადებას ავრცელებს CENN ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით? CENN-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნანა ჯა­ნა­შია 51 წლის ასაკ­ში, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა გარ­და­იც­ვა­ლა. CENN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ნა­შია დო­მი­ნი­კელ­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­ნა­პი­რო­ზე მე­ხის ჩა­მო­ვარ­დნის­გან ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. “მწუ­ხა­რე­ბით მო­გახ­სე­ნებთ, რომ 17 აგ­ვის­ტოს, 51 წლის ასაკ­ში, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა CENN-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ნანა ჯა­ნა­შია. ნანა ჯა­ნა­შია დო­მი­ნი­კელ­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­ნა­პი­რო­ზე მე­ხის ჩა­მო­ვარ­დნის­გან ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ნანა და მისი ოჯა­ხი შვე­ბუ­ლე­ბას ლას გა­ლე­რას­ში, მე­გობ­რის ოჯახ­თან ერ­თად ატა­რებ­დნენ.

ჩვენ დავ­კარ­გეთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი მსოფ­ლი­ოს­თვის იღწ­ვო­და. ნანა ჯა­ნა­ში­ამ CENN 1998 წელს და­ა­ფუძნა. 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 300-მდე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მწვა­ნე და მდგრა­დი მო­მავ­ლის შექ­მნა­ში. ნა­ნას დარ­ჩა ვაჟი, ლე­ო­ნი და ქმა­რი, ლო­რა­ნი. ნა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე ლე­ონ­მა ცაში დიდი ცი­სარ­ტყე­ლა და­ი­ნა­ხა და თქვა, რომ „ნა­ნი­კო გვე­უბ­ნე­ბა, რომ ის სა­მო­თხე­შია“, სა­ღა­მოს კი ცაში მისი ვარ­სკვლა­ვის­კენ მი­ა­ნიშ­ნა. დაე, მისი შუქი ყო­ველ­თვის ანა­თებ­დეს, რო­გორც მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ყვე­ლას ამ უდი­დეს და­ნაკ­ლისს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

Enter

You sent

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“ნიკოლოზს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ…. მის ოჯახს დახმარება ესაჭიროება” – სტიქიისას დაღუპული ნიკოლოზ ჩალაძის ახლობლები
Öncəki yazı
გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი ქართველია