ახალციხის, ადიგენის და ასპინძის სოფლებში პირუტყვის დაავადება – პიროპლაზმოზი დაფიქსირდა.
ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.როგორც მედია წერს, ცხოველთა დაავადება პიროპლაზმოზი სახელმწიფო პროგრამაში არ შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების შემჩნევის შემთხვევაში, მეპატრონემ ვაქცინა თავად უნდა შეიძინოს და ცხოველთა მკურნალობა კერძო ვეტერინარის დახმარებით დაიწყოს.
სეს–ის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ლია ბექაურის განმარტებით, დაავადება სეზონურია და ის ტკიპას გადააქვს.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს აღნიშნული დაავადებით პირუტყვის დახოცვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.ცნობისთვის, პიროპლაზმოზი (ნაბარევი, ციება, დასიცხვა, ტკიპარა) ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.დაავადება ცხოველებში მიმდინარეობს მწვავე ფორმით.
განსაკუთრებით მგრძნობიარეა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.