This is a specific ad

სამშობლოში დაბრუნებულ 200-მდე მიგრანტს გადაეცემა გრანტი, რაც შემოსავლის წყაროს შექმნაში დაეხმარება – რა უნდა იცოდეთ ამ პროგრამაზე?

18

Another advertisement

სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციაში ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე სააგენტო დაახლოებით 100 პროექტს დააფინანსებს, რაც სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტებს შემოსავლის წყაროს შექმნაში დაეხმარება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოს მოქალაქეებს; მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით (რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ); ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე; სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ. განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისამართები სააგენტოს ვებ-გვერდზე. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge (PDF-ის ან Word-ის დოკუმენტის სახით). დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დარეკვა ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს ტელეფონის ნომერზე – 0322140242

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რომელი ხილი გამოირჩევა ნახშირწყლების დაბალი შემცველობით.
Öncəki yazı
რა უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?