Another advertisement
მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში საქართველოდან 780 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გავიდა, რაც ქვეყნის მთელი ექპორტის 14%-ზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ეს მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა.
საქართველოდან იმპორტიორების ლიდერთა სამეულში აზერბაიჯანის გარდა სომხეთი შევიდა. ამ ქვეყანამ $710 მილიონზე მეტი ღირებულების ტვირთი გადაიტანა.
სამეულს ყაზახეთი ხურავს. ამ ქვეყანაში საქართველოდან $650 მილიონისს ღირებულების საქონელი გავიდა.