This is a specific ad

სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო

49

Another advertisement

“იძულებული ვარ, რომ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერმინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ ფორმატში და დრო აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორეა – სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, იმ სიების, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ.

ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ უნდა მიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება, რათა არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიშები, რაც ხშირად ხდება ინფორმაციულ ვაკუუმში და არც ცრუ ინფორმაციის გავრცელება” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Putin hərbi xidmətlə əlaqədar qanunu təsdiqlədi
Öncəki yazı
Gürcüstan prezidentindən bəyanat – DETALLAR