This is a specific ad

სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, შესაბამისად არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს, ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე – ირაკლი კობახიძე

19

Another advertisement

სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, შესაბამისად არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება აბსურდულია.

„ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც აქვს სალომე ზურაბიშვილს, მართლა პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას, შესაბამისად აქვს ძალიან მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერს, ყველაფერ უკადრებელს. ეს არის რეალური შეფასება. დანარჩენი საინტერესო არ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İlham Əliyev: “Makron öz ölkəsində rahat dura bilmədiyinə görə Gürcüstana da əl atır”
Öncəki yazı
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შალვა პაპუაშვილს ხვდება