This is a specific ad

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.

36

Another advertisement

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათივე ცნობით, გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს. “გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და ხაზგასმით განვმარტოთ, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების ასევე ტვირთის შემოწმებას, საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე. გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს”, – წერია განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Sentyabrın 29-da Vaziani-Qombori-Telavi yolunun müəyyən hissəsində gündüz saatlarında avtomobillərin hərəkəti məhdudlaşdırılacaq
Öncəki yazı
29 სექტემბერს დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.