This is a specific ad

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,6%-მდე გაზარდა

38

Another advertisement

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და ის 2024 წლისთვის 7,6%-მდე გაზარდა. წლის დასაწყისში კი სსფ-ს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,7%-ით უნდა გაზრდილიყო.

სსფ-ს გათვლებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უკვე გადახედეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ დონეს და განპირობებული იქნება შინამეურნეობების კერძო სამომხმარებლო და სახელმწიფო ხარჯებით, ასევე ინვესტიციებით.

რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), მისი პროგნოზით  2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-ი იქნება.

რაც შეეხება 2025 წლის ზრდის პროგნოზს, ის EBRD-მა უცვლელად 4.6%-ზე დატოვა, ბანკს წინა პროგნოზი 2024 წლის მაისში ჰქონდა გაკეთებული, შესაბამისად, გასულ ოთხ თვეში EBRD-მა საქართველოში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა დაინახა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5,0%-ის ნაცვლად რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა.

ჯამში, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციებია 2024 წელსაც.

კერძოდ, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონ ლარს შეადგენდა.

წლის პირველ ნახევარში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,1% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც გადაიხედა წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ნაცვლად 5,2%-ისა, განისაზღვრა 8,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს – მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

• რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;

• ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს.

2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს;

• ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;

• ნაერთი ბიუჯეტის დეფ

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ტრამპი აშშ-ში არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციის აკრძალვას გეგმავს
Öncəki yazı
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება