This is a specific ad

საგარეჯოში მოკლული იაშარ ჯაფაროვის ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს | პოლიცია დამნაშავეს ეძებს

51

Another advertisement

საგარეჯოს სოფელ თულარში, ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ეძებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი. მისი ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს. სავარაუდო დამნაშავე 40 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია. სოფელში ამბობენ, რომ მკვლელობის შემდეგ ხაბაროვების ოჯახის არც ერთი წევრი აღარ გამოჩენილა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.

შემთხვევის დროს სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მძინარე ჯაფაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. სახლში იმყოფებოდა ჯაფაროვის დედაც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულელი ძიუდოისტების მორიგი წარმატება
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, სპეციალური მიწვევით, იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ფლორენციაში ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობის’’ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე „THE WORLD IN FLORENCE“, მიიღეს მონაწილეობა.