Another advertisement
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. 14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი 2 თვეა რაც ცოლად მოიყვანა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას, შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.
სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა ქმარმა ქალს. გოგო ადგილზე გარდაიცვალა.სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო.