This is a specific ad

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს

47

Another advertisement

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ სავარაუდო დანაშაულებრივი “ქოლ-ცენტრი” გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ თაღლითური „ქოლ-ცენტრების” გამოვლენის მიზნით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

ქოლ-ცენტრების” გამოვლენის მიზნით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას. უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი “ქოლ-ცენტრი”, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით საეჭვო საქმიანობას ახორციელებდა. ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით გრძელდება, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ტოპ ათეული – ვინ რა ოდენობის “შავ ოქროს” აწარმოებს?
Öncəki yazı
სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” – ვინ იყო “სულიკო” სინამდვილეში? – ტრაგიკული ისტორია, რომელიც ცოტამ თუ იცის