საბერძნეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა.
QafqazTürk.com იუწყება, რომ მათ გაძარცვეს ავსტრალიელი არქიეპისკოპოსის ბინა.
დანაშაულებრივმა ჯგუფმა 35-ჯერ გაძარცვა სახლები და საწყობები, მათ შორის პროკურატურის სახლი. მოპარულია მინიმუმ 200 000 ევროზე მეტი.
დაკავებულთა შორისაა ერთ-ერთი კანონიერი ქურდია, რომელსაც ინტერპოლი 7 წელის განმავლობაში ეძებდა, როგოც ირკვევა დანაშაულებრივ დაჯგუდფებას, რომელსაც კავშირი ჰქონდა ორგანიზებულ დანაშაულთა, სწორედ იგი მეთაურობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს, სადაც დეტალურადაა ის ნივები, რაც კრიმინალური დაჯგუფების წევრების სახლებიდან იქნა ამოღებული: 4 ავტომობილი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, 2451 ევრო, კამერები, ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკული ნივთიერებები, ლეპტოპები სიმ ბარათები, მობილური ტელეფონები, ცივი იარაღი, საათები და ა.შ.
გმოძიებით დადგინდა, რომ დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა სხვადასხვა ბიზნესთანა, რის გამოც მოხდა არაერთი ბიზნეს ობიექტის ჩხრეკა და სხვადასხვა სახის ნივთების კონფისკაცია.
გარდა იმისა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება დაკავებული იყო ქურდობით და ძარცვით, მათ ბლადა ედებათ ასევე გამოძალვა და ყაჩარობა.