This is a specific ad

საახალწლო ქართული ტრადიციული გოზინაყი.

56

Another advertisement

.

საქართველოში ყოველი ახალი წლის მოახლოებისას სამზარეულოებიდან განსაკუთრებული სურნელი გამოდის – მხოლოდ ახალ წელს რომ იგრძნობა, ისეთი. ეს მოხალული თხილეულისა და მოხარშული თაფლის სურნელია. გოზინაყი მხოლოდ ქართული ტრადიციული სარიტუალო ტკბილეული კი არა, ახალი წლის სინონიმიცა გოზინაყი სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება – თაფლისა და ნიგვზისგან, ცოტაოდენ შაქარსაც უშვებიან. მისი მომზადება არც რამე განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ ყველა დიასახლისს მაინც თავისი ექსკლუზიური რეცეპტი აქვს.

კლასიკური სახით, საქართველოში გოზინაყს ასე ამზადებენ:

სქელძირიან ქვაბში ვასხამთ ნახევარ კილო თაფლს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ხის კოვზით ვურევთ. ადუღებიდან 5 წუთში გადმოვდგამთ და ვაგრილებთ. ამას ვიმეორებთ სამჯერ-ოთხჯერ. დუღილის დროს ვნახავთ, რომ ქაფს მოიდებს, მაგრამ ის თანდათან გაქრება. ვეცადოთ, თაფლი ზედმეტად არ ვადუღოთ, რომ არ გამუქდეს.საახალწლო გოზინაყს კიდევ ერთი შიდა საოჯახო ტრადიცია აქვს – მას ოჯახის ის წევრი აკეთებს, რომელსაც მისი მომზადება ყველაზე კარგად გამოსდის. თანაც, ამ ადამიანის წინა ნახელავს კარგი, წარმატებული და ბედნიერი წელიწადი უნდა მოეტანა. ეს შეიძლება იყოს როგორც ქალი, ისე კაცი, თუმცა გოზინაყის მომზადებაში მაინც მთელი ოჯახია ჩართული.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მიირთვით რაც შეიძლება მეტი პომიდორი
Öncəki yazı
საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 252 ლარით და 10 თეთრით განისაზღვრა