This is a specific ad

რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა

30

Another advertisement

„ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან საქართველოს წინა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ და ქართულ მხარეს გვაქვს წარმომადგენლობები ერთმანეთის ტერიტორიაზე შვეიცარიის საელჩოში ინტერესების განყოფილების სახით“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსი დიპლომატები, რა თქმა უნდა, განიხილავენ წარმოშობილ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„თუ იქნება რაიმე დამატებითი წინადადებები ჩვენი ქართველი მეზობლებისგან კონტაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, კონტაქტებს არასდროს გავქცევივართ“, – განაცხადა ლავროვმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ მათი სია, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში, ისინი ვერ ჩახსნიან მათ სიას, ვინც გახდა დეპუტატი – პაპუაშვილი
Öncəki yazı
რა არ უნდა მიირთვათ დილით უზმოზე