Another advertisement
რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს “ემენ ქემიკალ ჯორჯიაში” მუშა დაიღუპა საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე მამაკაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა. მუშა ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.