Another advertisement
2024 წელს რუსეთი 7 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კარაკაევი ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაცია ამერიკულ მხარეს ნებისმიერი დაგეგმილი გამოცდის შესახებ ინფორმაციას, არანაკლებ ერთი დღით ადრე აწვდის. მსგავს ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატებიც აზიარებს“, – განაცხადა კარაკაევმა.
კარაკაევმა აღნიშნა, რომ 24 საათით ადრე გაზიარებულ ინფორმაციაში მითითებულია ზუსტი დრო, გაშვების ადგილი და ზემოქმედების არეალი.