დემოგრაფიულ განზომილებას თუ ავიღებთ, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, იქ ვიღაც ბრიყვია და ამას სერიოზულად არ უყურებს, ვიღაც ფინანსურად არის დაინტერესებული და ამ აქტივობით ხელს ითბობს, ვიღაც მიზანმიმართულად მუშაობს რუსეთზე. ამ პროცესს მრავალი ნეგატიური მხარე აქვს, ერთი სისტემურია, რაზეც უკვე ვილაპარაკე, აგრეთვე საყოფაცხოვრებოც – რუსებს ეკონომიკური გარყვნილება შემოაქვთ საქართველოში. შეუძლებელია ამ ყველაფერს ვერ ხედავდეს ქვეყნის არაფორმალური ხელისუფალი. მთავარი კითხვა მაქვს მასთან: ამას რატომ უშვებს? ამ კითხვაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ რაღაც დოზით. თუ ასეთი რამ ხდებოდა, რამ დამაბრმავა, როგორ ვერ დავინახე? თუმცა, ვფიქრობ, მაშინ, როდესაც მე ივანიშვილის თანამებრძოლი ვიყავი. მთლად ასე არ იყო საქმე და მერე მოხდა რაღაც.
-