This is a specific ad

რომ არ ყოფილიყო 2012 წლის პირველი ოქტომბერი, დღეს ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა – სოზარ სუბარი

36

Another advertisement

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ მიერ 12 წლის წინ, პირველ ოქტომბერს მოპოვებულ გამარჯვებას ეხმიანება.

„დღესაც ზუსტად ისეთივე საბედისწერო არჩევნებია, როგორიც იყო 2012 წელს – სასწორზე დგას საქართველოს და ქართველი ხალხის ყოფნა – არ ყოფნა“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ საჭიროა არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს, რათა საქართველოს შეუნარჩუნოს მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

„რომ არ ყოფილიყო 2012 წლის პირველი ოქტომბერი, დღეს ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა. დღესაც ამისკენ მიისწრაფვის „ნაციონალური მოძრაობა” და უცხო ქვეყნის კოლექტიური აგენტურა – სურთ საქართველო ჩართონ ომში. ამიტომ, დღესაც ზუსტად ისეთივე საბედისწერო არჩევნებია, როგორიც იყო 2012 წელს. ახლაც სასწორზე დგას საქართველოს და ქართველი ხალხის ყოფნა – არ ყოფნა და ჩვენ ეს არჩევნები მშვიდობით უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება იმისთვის, რომ არა მხოლოდ მშვიდობა შევუნარჩუნოთ საქართველოს, არამედ შევუნარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი
Öncəki yazı
„გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა“ – როდის არის აცრისთვის საუკეთესო დრო