This is a specific ad

„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ აქ“ – რას ჰყვება დედა 48 წლის კაცის შესახებ, რომელიც 2 წლის განმავლობაში საკუთარ შვილს აუპატიურებდა – კახეთში მომხდარი ამბის დეტალები

55

Another advertisement

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები – რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი ჰყვება, რომ ბავშვი დათრგუნული იყო, მასთან გასაუბრების შემდეგ კი გოგონამ გაამხილა, რომ ძალადობის მსხვერპლია.

გამოძიება დაიწყო – ბავშვმა, ფსიქოლოგის თანდასწრებით, მამა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ამხილა. გაირკვა, რომ მშობელი შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა. ბავშვის თვალწინ სცემდა დედასაც. 48 წლის კაცი იმ სახლიდან აიყვანეს, სადაც დანაშაული ხდებოდა. მოზარდი კი სხვა ადგილას, უსაფრთხო გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. საქმის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საკუთარ შვილზე მოძალადე მამას გურჯაანის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

“კურიერი P.S.-სს” მსხვერპლი ბავშვის ბებიამ ინტერვიუ მისცა. ქალს საკუთარი შვილის მხრიდან ჩადენილი შემზარავი დანაშაულის დაჯერება უჭირს.

“არც დედას, არც ბავშვს, არ წამოსცდენიათ, რომ ასეთი რამე ხდებოდა. ეს ტყუილია, მართალია თუ რაც არის, მრცხვენია. რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ აქ,” – ამბობს ბებია.

მსჯავრდებულის დედა იხსენებს დაახლოებით 20 წლის წინ მომხდარ შემთხვევასაც, როდესაც მისი შვილი, თანასოფლელ 9 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს.

“ნასვამი იყო და ოჯახთან მივიდა, უთხრა სხვაგან მივდივარ, არ მინდა დავლიო და ბავშვი გამაყოლეთო. ბავშვს უთქვამს, ასე მითხრა, მოდი ტუჩებში მაკოცეო. დანარჩენი არ ვიცი. ციხეში იყო 7 წელი,” – აღნიშნა თანასოფლელმა.

ამ ფაქტის შემდეგ, მოძალადე მამაკაცი საკუთარმა ოჯახმა ჯერ კიდევ წლების წინ სახლიდან გააძევა. პედოფილიაში მხილებულს ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სოფელში ცხოვრება მეზობლებმაც აუკრძალეს.

“არასრულწლოვანს დაებღაუჭა თუ რაღაც ეგეთი და ხევისკენ უნდოდა წაეყვანა. საერთოდ გადასახლდნენ აქედან და იმის მერე არაფერი მსმენია. მგონი ოჯახიდანაც მოიშორეს. გადასახლდა, ცოლი შეირთო და იმის მერე აღარ მინახავს,” – იხსენებს მსჯავრდებულის მეზობელი.

მოძალადე, პირველი სასჯელის მოხდის შემდეგ, მეუღლის სოფელში დასახლდა, უმძიმესი დანაშაულის ფაქტებიც აქ ხდებოდა. მისი წარსულის შესახებ ახალმა მეზობლებმაც გაიგეს და ბავშვებს პედოფილიაში მხილებულ კაცთან კონტაქტი აუკრძალეს. თანასოფლელებმა არაფერი იცოდნენ დამნაშავის მხრიდან შვილზე სექსუალური ძალადობის შესახებ. სმენიათ მხოლოდ ის, რომ 48 წლის კაცი არასრულწლოვანს ფიზიკურად უსწორდებოდა.

პედოფილიისთვის მსჯავრდებულის ადვოკატმა კომენტარზე უარი გვითხრა. ცნობილია, რომ მოძალადე მამა უვადო სასჯელის გასაჩივრებას აპირებს და თავის მართლებას სააპელაციო სასამართლოში შეეცდება.

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
Avropa İttifaqının ən bədbəxt ölkəsi məlum olub
Öncəki yazı
ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი