ზოგიერთი საკვები იწვევს რეფლუქსს და გულძმარვას. რეფლუქსის გამომწვევი საკვები მოიცავს: ცხიმიანი და შემწვარი საკვები, რომელიც მეტხანს ჩერდება კუჭში, ზრდის კუჭის მჟავის გადასვლას საყლაპავში, რაც იწვევს რეფლუქსის არასასიამოვნო სიმპტომებს. ცხარე საკვებმა, ციტრუსმა, პომიდვრის სოუსებმა და ძმარმა შეიძლება გააძლიეროს გულძმარვა, შოკოლადი, კოფეინი, გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი, ასევე გულძმარვის გამომწვევი მიზეზებია.აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი საკვები ნაკლებად იწვევს რეფლუქსს. შემდეგი საკვები დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებაში ან თავიდან აცილებაში. ხილი, ციტრუსის გარდა. შეგიძლიათ მიირთვათ ბანანი, ნესვი, ვაშლი და სხვა. ბოსტნეული. უცხიმო ხორცი, რომელიც შემწვარი არ არის. შვრიის ფაფა, მთლიანი მარცვლეულის პური, ბრინჯი – თითოეული მათგანი ჯანსაღი რთული ნახშირწყლებისა და ბოჭკოების კარგი წყაროა. უჯერი ცხიმები – შეცვალეთ ნაჯერი ცხიმები და ტრანსცხიმები ისეთი ზეთებით, როგორიცაა ზეითუნის, სეზამის, მზესუმზირის ზეთი. უჯერი ცხიმების კარგი წყაროა ავოკადო, თხილეუილი, სოიო და ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული და კალმახი. კვების ჩვევების ცვლილებამ ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს გულძმარვისა და მჟავას რეფლუქსის განმეორებას. მიირთვით უფრო მცირე ულუფებით, უფრო ხშირად. არ დაწვეთ ჭამის შემდეგ. არ ჭამოთ ძილის წინ სამი-ოთხი საათით ადრე. მოერიდეთ ენერგიულ ვარჯიშს ჭამიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ვარჯიშმა შეიძლება მჟავა გადააგზავნოს საყლაპავში.
-