This is a specific ad

რომელ ადგილზე საქართველო საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებლით?

52

Another advertisement

ჟურნალ CEOWORLD აქვეყნებს ქვეყნების სიას საშუალო თვიური ხელფასის რეიტინგის მიხედვით,  2024 წლის მაჩვენებლით საშუალო თვიური ხელფასის მიხედვით საქართველო 196 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზეა.
საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 534 დოლარია. ამ თანხით ქვეყანა მეორე ადგილზეა სამხრეთ კავკასიაში და მხოლოდ ერთი პოზიციით ჩამორჩება სომხეთს, რომელიც 92-ე ადგილს იკავებს, სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი 541 დოლარია. აზერბაიჯანი კი 494 დოლარით 99-ე ადგილზეა.
რაც შეეხება რეგიონის მეზობელ ქვეყნებს, ხელფასების მხრივ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა უსწრებს მხოლოდ თურქეთს, რომელიც 124-ე ადგილზეა. თურქეთში საშუალო თვიური ხელფასი სულ რაღაც 314 დოლარია.
თურქეთი ჩამორჩება ომში მყოფ უკრაინას, რომელიც რეიტინგში 107-ე ადგილზეა.
რუსეთი ლიდერია რეგიონში დსთ-ს ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასით. რუსეთში საშუალო თვიური ხელფასი 2159 დოლარია, რაც ქვეყანას რეიტინგში 34-ე ადგილს უნარჩუნებს, შემდეგ მოდის ყაზახეთი, რომელიც 80-ე ადგილზეა 673 დოლარის ანაზღაურებით.
8111 დოლარით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი შვეიცარიაშია.

2024 წელს ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასის მქონე ტოპ 10 ქვეყნები:

შვეიცარია – 8111 დოლარი
ლუქსემბურგი – 6633 დოლარი
აშშ – $6455
ისლანდია – 6441
ნორვეგია – 5665
დანია – 5642
კანადა – 5081
გრენლანდია – 4665
ირლანდია – 4622
ნიდერლანდები – 4581

ყველაზე დაბალი ხელფასი დაფიქსირდა ლესოტოში (24 დოლარი), ანგოლაში (27 დოლარი) და მალავიში (31 დოლარი).

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneuli Bələdiyyəsinin bir neçə kəndi hələ də işıqsız qalıb
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კვლავ ელექტრო ენეგრიის გარეშეა დარჩენილი