ხილი ცნობილია, როგორც ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტი. თუმცა, არსებობს ზოგიერთი ხილი, რომელიც ნაკლებ ნახშიეწყალს შეიცავს, მათ შორისაა: ავოკადო – აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემების თანახმად, ½ ჭიქა დაჭრილი ავოკადო შეიცავს თითქმის 11 გრ ცხიმს და 3 გ-ზე ნაკლებ სუფთა ნახშირწყალს. ავოკადოს რაციონში ჩართვით ასევე მიიღებთ უამრავ ბოჭკოს (დღიური დოზის 17,5%) და კალიუმს (354 მილიგრამი ანუ დღიური დოზის 7,5%). მაყვალი – USDA-ს მონაცემებით, ½ ჭიქა მაყვალი შეიცავს ცხიმს (ნახევარ გრამზე ნაკლები) და ასევე დაბალია სუფთა ნახშირწყლებით, მხოლოდ 3 გ. იგივე ზომის პორცია გთავაზობთ თითქმის 4 გ ბოჭკოს (დღიური დოზის 13%) და 3,5 გ შაქარს. მაყვალი ასევე შეიცავს კალიუმს, C ვიტამინსა და K ვიტამინს. ეს დაბალკალორიული ხილი ასევე შესანიშნავი საჭმელია წონის დაკლებისთვის. იგი შეიცავს დაახლოებით 31 კალორიას. ჟოლო – შეიცავს ფლავონოიდებს, ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის შემცირებას და არტერიების გაჯანსაღებას, ამცირებს გულის დაავადების რისკს. ერთი ჭიქა ახალი ჟოლო შეიცავს 64 კალორიას და 8 გ ბოჭკოს. შეიცავს 7 გ-ზე ნაკლებ ნახშირწყლებს. Მარწყვი – ერთი ჭიქა დაჭრილი მარწყვი შეიცავს 3 გ-ზე მეტ ბოჭკოს და დაახლოებით 9 გ ნახშირწყალს. 53 კალორიით მარწყვი არის დაბალკალორიული პროდუქტო. მარწყვს ასევე აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მარწყვი C ვიტამინის წყაროა.ლიმონი – ერთი ლიმონის წვენი შეიცავს 3 გ ნახშირწყალს და 11 კალორიას. მდიდარია ანტიოქსიდანტი C ვიტამინით, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს (ნაერთები, რომლებიც დაკავშირებულია დაბერებასა და ქრონიკულ დაავადებებთან) და ხელს უწყობს ჯანსაღ მონელებას
-