This is a specific ad

რომელი მარკის ავტომობილი ჰყავს საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს?

47

Another advertisement

სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯამ­ში, 1 729 081 ავ­ტო­მან­ქა­ნაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, 48 645-ით მე­ტია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტი­პე­ბი ასე ნა­წილ­დე­ბა: სე­და­ნი 572 602; ჰეტჩბე­კი 326 471; მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის 274 974; სატ­ვირ­თო 135 468; უნი­ვერ­სა­ლი 104 973; სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი 101 446; ფურ­გო­ნი 73 260; ვენი 59 811; კომ­ბი (ჰეტჩბე­კი) 24 392; ავ­ტო­ბუ­სი 23 495; კუპე 20 268; და­ნარ­ჩე­ნი – 11 921.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მარ­კე­ბის ტოპ ათე­უ­ლი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: MERCEDES-BENZ (215 447); TOYOTA (187 022); FORD (165 974); VAZ (153 579); OPEL (146 876); BMW (81 236); VOLKSWAGEN (74 066); NISSAN (69 592); HONDA (67 465); MITSUBISHI (55 157). რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს – სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 685 034 ავ­ტო­მან­ქა­ნაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, 62 860-ით მე­ტია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­სულ 2023 წელს, 1 680 436 ავ­ტო­მან­ქა­ნა იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მათ­გან მხო­ლოდ დე­და­ქა­ლაქ­ში 622 174.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟი ავარიაში მოყვა
Öncəki yazı
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტში მართავს