This is a specific ad

როგორ და რატომ ჩნდება ახლომხედველობა და შორსმხედველობა – ოფთალმოლოგი მაია საგინაშვილი

15

Another advertisement

რო­გო­რია რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ანო­მა­ლი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბი? რეფ­რაქ­ცი­ის ანო­მა­ლი­ას მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად ვერ ვმკურ­ნა­ლობთ, რად­გან ის ოპ­ტი­კუ­რი ნაკ­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის სამი გზა გვაქვს: სათ­ვა­ლით კო­რექ­ცია; კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზით კო­რექ­ცია; ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტით კო­რექ­ცია. ბავ­შვთა ასაკ­ში სათ­ვა­ლით კო­რექ­ცია უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა. თუმ­ცა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში ბავ­შვთა ასაკ­შიც ვნიშ­ნავთ ხოლ­მე ლინ­ზას. ამ დროს სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბაა დი­ოპტ­რი­ებს შო­რის საგ­რძნო­ბი სხვა­ო­ბა. მოზ­რდი­ლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ვიხ­მა­როთ რო­გორც ლინ­ზა, ისე სათ­ვა­ლე. ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 18 წლის ასა­კი­დან. ლა­ზე­რულ კო­რექ­ცი­ას ვირ­ჩევთ, რო­დე­საც რეფ­რაქ­ცია სულ ცოტა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია. მხედ­ვე­ლო­ბის ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ პა­ცი­ენ­ტებს? ლა­ზე­რუ­ლი ჩა­რე­ვა ხან­მოკ­ლე პრო­ცე­დუ­რაა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტის­თვის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც ხან­მოკ­ლე და უპ­რობ­ლე­მოა. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტით, რომ­ლი­თაც „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ პა­ცი­ენ­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. Zeiss-ის ფირ­მის უახ­ლე­სი ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტი ახორ­ცი­ე­ლებს უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენტზე მორ­გე­ბულ ჩა­რე­ვას, რო­მელ­საც პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კო­რექ­ცია ეწო­დე­ბა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სა­ჭი­როა ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ანო­მა­ლი­ე­ბის პრე­ვენ­ცია? გარ­კვე­უ­ლი მხედ­ვე­ლო­ბი­თი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რეფ­რაქ­ცი­უ­ლი მან­კე­ბი. ამის­თვის სა­ჭი­როა ნაკ­ლე­ბი დრო გა­ვა­ტა­როთ ეკ­რა­ნებ­თან და მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი ხანი ვი­ყოთ ღია სივ­რცე­ში, რომ თვალს შორ მან­ძილ­ზე ხედ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. ეკ­რან­თან ყო­ვე­ლი 30 წუ­თ.ი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ სა­ჭი­როა 10 წუთი შორ მან­ძილ­ზე ყუ­რე­ბა. ეს წესი ეხე­ბა რო­გორც ბავ­შვებს, ისე უფ­რო­სებს

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია!
Öncəki yazı
შოვში სტიქიის ზონაში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს