19 თებერვალს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
იწვიმებს ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანია დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +5 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ბორჯომშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +4 იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვაა ნავარაუდები. დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში მოთოვს, დღე -4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +6, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მსოალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში ღრუბლიანი დღე იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.