Another advertisement
მეხის დაცემის შედეგად დაშავებული 40 წლამდე კაცი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იგი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შეგახსენებთ, რომ, 10 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის ტყეში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.