აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რობერტ კენედი სავარაუდოდ კამპანიას დაასრულებს და ტრამპს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცდილობს გარიგებას დონალდ ტრამპთან, რომლის მიხედვითაც, მხარს დაუჭერს რესპუბლიკელ მეტოქეს ტრამპის ადმინისტრაციაში თანამდებობის სანაცვლოდ.
კენედის კამპანიაში განაცხადეს, რომ კენედი მიმართავს ხალხს, სადაც ისაუბრებს „ამჟამინდელ ისტორიულ მომენტზე და მის სამომავლო გზაზე“.
მათივე თქმით, რობერტ კენედი გეგმავს არჩევნებიდან გამოთიშვას და ტრამპის მხარდაჭერას, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, შესთავაზებს თუ არა რესპუბლიკელი კანდიდატი კენედის „და სხვებს“ პოზიციას თეთრ სახლში არჩევის შემთხვევაში.
ამასთან, ტრამპმა „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, ღია იქნება“თავის ადმინისტრაციაში კენედისთვის თანამდებობის მიცემაზე, თუ დამოუკიდებელი კანდიდატი გამოეთიშება საარჩევნო რბოლას და მას დაუჭერს მხარს.