Another advertisement
რკინიგზის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზამ 7 თებერვალს რეისები გააუქმა.