This is a specific ad

რეგულაციების ეფექტი – საქართველოში ფქვილის იმპორტი ფაქტობრივად განახევრდა

17

Another advertisement

2023 წლის ივნისში საქართველოში ფქვილის იმპორტი ფაქტობრივად განახევრდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, გასულ თვეში საქართველოში 3 517 060 აშშ დოლარის ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 546 590 აშშ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ იმპორტის ძირითადი წილი – 94.7%-ი რუსეთზე მოდიოდა, საიდანაც ივნისში ქვეყანაში 3 330 660 აშშ დოლარის ღირებულების ფქვილი შემოვიდა. შედარებისთვის, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან ფქვილის იმპორტმა 6 392 070 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, ფქვილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან ასევე:

თურქეთი – 86 260 აშშ დოლარი;

იტალია – 42 940 აშშ დოლარი;

საფრანგეთი – 19 540 აშშ დოლარი;

ავსტრია – 18 430 აშშ დოლარი;

ლიეტუვა (ლიტვა) – 10 690 აშშ დოლარი;

უკრაინა – 8 020 აშშ დოლარი;

ბელარუსი – 450 აშშ დოლარი;

პოლონეთი – 70 აშშ დოლარი.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
დღეს ბუბა კიკაბიძის დაბადების დღეა
Öncəki yazı
საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა